CouchSurfing

აპრილი 21, 2009

სანამ სტამბულის სურათებს დავუბრუნდები, მინდა ერთი საინტერესო საიტის შესახებ დავწერო.

მოგზაურობის დროს ერთ-ერთი მთავარი ხარჯი სასტუმროა, განსაკუთრებით თუ მოგზაურობა ხანგრძლივია. ქოაჩსერფერები ერთმანეთს უფასოდ სთავაზობენ ღამის გასათევს. დღეისთვის საიტზე დარეგისტრირებულია 1,076,345 ადამიანი 231 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეგიძლიათ მოძებნოთ ადამიანები, რომლებიც უფასოდ გიმასპინძლებენ თუ დააპირებთ იქ ჩასვლას. რაც მთავარია, არავინ არაფერს არ გავალდებულებთ – თუ სახლში არ გაქვთ სტუმრის ადგილი, შეგიძლიათ უბრალოდ შეხვდეთ, ქალაქი დაათვალიერებინოთ, etc.:)

მოკლედ, თუ ეს თქვენთვის საინტერესოა – ჯოინ:)

10 Responses leave one →
  1. აპრილი 22, 2009

    მიუხედავად იმისა, რომ იდეა ძალიან მომწონს, მე თავად ალბათ არ ვარ მზად ამისთვის. “ჭარბი” რეალური ურთიერთობების შიში მაქვს : ))

    • აპრილი 22, 2009

      შენ წარმოიდგინე გაქანებული სოციოფობი ვარ:)) მაგრამ როგორც დავაკვირდი, მხოლოდ თავიდან არის ”ძნელი”:)

      • აპრილი 22, 2009

        მეც სოციოფობი ვარ. არადა იმდენი ურთიერთობები მიწევს. წარმოიდგინე როგორ ვიტანჯები : ))

        • აპრილი 22, 2009

          მეც, თან სხვა ყველაფერთან ერთად, პერიოდულად ტრენინგების ჩატარება და ”კონფლიქტური” შეხვედრების მოდერირება მიწევს, ასე რომ კარგად მესმის:)) სოციოფობების უფლებათა დამცველი NGO დავაფუძნოთ და შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოვითხოვოთ:)

  2. ივნისი 4, 2009

    ვაჰ ვაჰ, მსმენოდა ამაზე საიდანღაც, ჰოდა ავდექი და დავრეგისტრირდი :)
    უსაფრთხოა ისე? :)

    • ივნისი 4, 2009

      ორ უცხოელ ქოაჩსერფერს თბილისში შევხვდი შემთხვევით, ფრიად კმაყოფილები ჩანდნენ. ზაფხულში კარგად თუ იქნა ყველაფერი მე თვითონ გამოვცდი რამდენად უსაფრთხოა:) ხო, 14 ივნისს მგონი საჯომარდოდ აპირებენ გასვლას არაგვზე..

დატოვეთ გამოხმაურება

Note: You can use basic XHTML in your comments. Your email address will never be published.

Subscribe to this comment feed via RSS